суббота, 3 декабря 2011 г.

1. პროექტის სახელწოდება: საახალწლო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან ახალი წლის  ტრადიციებს სხვადასხვა ქვეყნებში. მოიძიებენ ინფორმაციას ვინ,როგორ და სად ატარებს ახალ წელს.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები  განივითარებენ კვლევისა და ანალიზის უნარს.
მოძიებენ რუსულ ენაზე და გამოიკვლევენ სხვადასხვა ერების ტრადიციებს.შეადარებენ მათ ქართულ ტრადიციებთან.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს ჩამოვუყალიბო ინტერესი უცხო ქვეყნების კულტურის მიმართ, განუვითარო ტოლერანტული დამოკიდებულება და პატივისცემა უცხო ქვეყნების ტრადიციების მიმართ. განუნითარო ისტი–ს გამოყენების უნარი სასწავლო პროცესში.
5.მონაწილეთა ასაკი: X, XI კლასები.
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის შედეგად მოსწავლეები აჩვენებენ მოკლე ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში. ხატავენ  დიდ ფორმატზე საახალწლო ნაძვის ხეს და ავსებენ  ფორმატს მოძიებული ინფორმაციით. აფორმებენ სხვადასხვა სურათებით.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, რვეული, ინტერნეტი, პროექტორი, სხვადასხვა ჟურნალები, პლაკატები, პორმატი, ფლომასტერები, მარკერები, კალამი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს ვანაწილებ ჯგუფებად. თვითოეულ ჯგუფში იქნება ორივე კლასის წარმომადგენელი და ვუნაწილებ დავალებებს.
I- ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ვინ როგორ ხვდება და ატარებს ახალ წელს ამერიკაში.
II-ჯგუფი მოუძიებს ინფორმაციას ვინ როგორ ხვდება და ატარებს ახალ წელს საფრანგეთში.
III- ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას იტალიაზე.
IV-ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას რუსეთზე.
კვლევითი სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეაჯერებენ მოპოვებულ ინფორმაციას და გააცნობენ ერთმანეთს კლასში.შედეგად,  დაპატიჟებენ სხვა კლასების მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს და ატარებენ ღია გაკვეთილს. პრეზენტაციას იწყებენ ვიდეო კოლაჟის ჩვენებით.შემდეგ აკეთებენ  პრეზენტაციას ფორმატზე, რის შედეგადაც იმართება დისკუსია და ბავშვები ადარებენ სხვადასხვა  ქვეყნების ტრადიციებს საქართველოს. დისკუსიაში ჩართულია ყველა მსურველი. დასასრულს, ანონიმურად ჩატარდეს გამოკითხვა დამსწრეთა შორის, რის შედეგადაც გამოვავლენთ:
 1. საუკეთესო ჯგუფურ ნამუშევარს.
 2. ქვეყანას, სადაც ვისურვებდი ახალი წლის გატარებას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე იჩენს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნების მიმართ.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა ქრისტესიაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: teaqristesiashvili@gmail.com



Комментариев нет:

Отправить комментарий